NBA-ში „სან ანტონიო“ „ინდიანა პეისერსს“ დაუპირისპირდა და მატჩი საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გაიმართა.
შეხვედრა „ინდიანამ“ ძალიან ადვილად მოიგო - 136:98. პირველივე პერიოდიდან „პეისერსმა“ დიდი უპირატესობა მოიპოვა, რომელიც ხელიდან აღარ გაუშვა.
სანდრო მამუკელაშვილმა 11 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი, 3 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 2-დან 1 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი ააცილა.
„სან ანტონიო“ დასავლეთ კონფერენციაში 20 მოგებით და 23 წაგებით მე-12 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი, 30 იანვარს, „კლიპერსთან“ საკუთარ მოედანზე გამართავს.