იტალიის სერია A-ს 22-ე ტურში საბა გოგლიჩიძის „ემპოლიმ“ „ბოლონიას“ უმასპინძლა და მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა.
რობერტო დ’ავერსას გუნდი ბოლო დროს კრიზისშია და კარგ ფორმაში მყოფ „ბოლონიასთან“ ქულა დადებითი შედეგია.
„ემპოლი“ ლორენცო კოლომბოს გოლით იგებდა, რასაც სტუმრებმა ტაიმის მიწურულს უპასუხეს, მეორე ნახევარში კი, არაფერი შეცვლილა - 1:1. საბა გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა, მან სერია A-ში მე-19 მატჩი ჩაატარა.
„ემპოლი“ სერია A-ში 22 მატჩში მოპოვებული 21 ქულით მე-14 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 2 თებერვალს, სტუმრად „იუვენტუსს“ დაუპირისპირდება.