დღეს, 25 იანვარს, პრემიერლიგის 23-ე ტურში „ლივერპულმა“ „იფსვიჩ თაუნი“ 4:1 დაამარცხა. „წითლების" თავდამსხმელმა მოჰამედ სალაჰმა გოლი გაიტანა. ფორვარდმა ინგლისის პრემიერლიგაში 176-ე ბურთი მატჩის 35-ე წუთზე შეაგდო. ამრიგად, სალაჰი პრემიერლიგის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მეშვიდე ადგილზე გადავიდა და ლონდონის „არსენალის“ ყოფილ თავდამსხმელს ტიერი ანრის (175) გაუსწრო.
ფრენკ ლამპარდი რეიტინგში მეექვსეა 177 გოლით. ლიდერი ალან შირერი (260) გახლავთ.
მიმდინარე სეზონში სალაჰმა კლუბის შემადგენლობაში 32 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, 23 ბურთი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი მის ამჟამინდელ კლუბთან 2025 წლის ზაფხულამდეა
პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 53 ქულით „ლივერპული“ ლიდერობს. მომდევნო ტურში არნე სლოტის გუნდი „ბორნმუთს“ დაუპირისპირდება.