ფეხბურთი

22:23 | 25.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ბეტისმა“ ანტონი „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ იჯარით აიყვანა

„ბეტისმა" ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინგლისური „მანჩესტერ იუნაიტედის" მარჯვენა გარემარბის ანტონის იჯარით აყვანის შესახებ გამოაცხადა.

24 წლის ანტონი ესპანურ კლუბში 2024/2025 წლების სეზონის ბოლომდე ითამაშებს.

მიმდინარე სეზონში ანტონიმ „მანჩესტერ იუნაიტედის“ რიგებში 14 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე და ერთი გოლი გაიტანა. ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი „წითელ ეშმაკებთან“ 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში, მისი კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.

0.113852