ესპანეთური პრიმერას 21-ე ტურის მატჩი, რომელშიც მადრიდის „ატლეტიკო“ და „ვილიარეალი“ ხვდებოდნენ ფრედ 1:1 დასრულდა.
ანგარიში 29-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც „ვილიარეალის“ თავდამსხმელმა ხერარ მორენომ პენალტი გაიტანა. 58-ე წუთზე მასპინძლების ნახევარმცველმა სამუელ ლინომ გაათანაბრა.
21 მატჩის შემდეგ მადრიდის „ატლეტიკო“ პრიმერას სატურნირო ცხრილში 45 ქულით მეორე ადგილზეა. ამდენივე მატჩის შემდეგ 34-ქულიანი „ვილიარეალი“ - მეხუთეზე.