დღეს, 25 იანვარს, გერმანული ბუნდესლიგის მე-19 ტურის ექვსი მატჩი იმართება. ხუთი უკვე დასრულდა.
ლიდერი მიუნხენის „ბაიერნი“ „ფრაიბურგს“ ეწვია და 1:2 დაამარცხა. ანგარიში მე-15 წუთზე ჰარი კეინმა გახსნა, 54-ზე კი ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა ნეაპოლელმა თანაგუნდელმა, კორეელმა კიმ მინ ჯემ მეორე ბურთი გაიტანა.
მასპინძელთაგან თავი მათიას გინტერმა გამოიჩნა.
მოქმედი ჩემპიონი, ლევერკუზენის „ბაიერი“ „ლაიფციგს“ ესტუმრა და 85-ე წუთამდე 1:2 უგებდა, მაგრამ „ფარმაცევტთა“ ბურკინაფასოელმა ედმონდ ტაპსობამ საკუთარ კარში გაიტანა და მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა. ლევერკუზენელთაგან გოლები პატრიკ შიკმა და ალეიქს გარსიამ გაიტანეს, ლაიფციგელთაგან დავიდ რაუმმა.
ამისდაკვალად, „ბაიერნმა“ უკვე 6 ქულით გაუსწრო“ „ბაიერნს“ და ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცა.
გერმანია. ბუნდესლიგა. მე-19 ტური. 25 იანვარი: ლაიფციგი - ბაიერი 2:2, დორტმუნდი - ვერდერი 2:2, ფრაიბურგი - ბაიერნი 1:2, აუგსბურგი - ჰაიდენჰაიმი 2:1, მაინცი - შტუტგარტი 2:0, გლადბახი - ბოხუმი მოგვიანებით გაიმართება