ფეხბურთი

20:18 | 25.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმის" მარცხი ბოლო წუთზე ბუნდესლიგაში

გერმანიის ბუნდესლიგის მე-19 ტურში ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ სტუმრად „აუგსბურგს“ დაუპირისპირდა და ძალიან დასანანი მარცხი განიცადა.

„აუგსბურგი“ 45-ე წუთზე დაწინაურდა, რასაც ფრანკ შმიდტის გუნდმა 76-ე წუთზე პატრიკ მაინკას გოლით უპასუხა და ძალიან ახლოს იყო ქულასთან, თუმცა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ ბოლო, მეორე წუთზე „აუგსბურგმა“ გამარჯვების გოლი გაიტანა - 2:1.

ბუდუ ზივზივაძემ შეუცვლელად ითამაშა, პირველ ტაიმში გოლის გატანაც შეეძლო, როცა ვარდნაში ეფექტურად დაარტყა, მაგრამ არაზუსტად. ზივზივაძეს ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ოთხი მატჩი აქვს ჩატარებული და 1 საგოლე პასი მიითვალა.

„ჰაიდენჰაიმი“ 19 ტურის შემდეგ 14 ქულით მე-16 ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 1-ელ თებერვალს, „დორტმუნდს“ უმასპინძლებს.

0.129812