ფეხბურთი

16:08 | 25.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

დი კანიო: "კვარაცხელია გუნდისთვის აღარ თამაშობდა, მის შენარჩუნებას აზრი არ ჰქონდა"

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა პაოლო დი კანიომ განაცხადა, რომ „ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელიას შენარჩუნებას აზრი არ ჰქონდა, რადგან მწვრთნელის, ანტონიო კონტეს იდეებისგან შორს იყო.

„ხუმრობთ? კვარაცხელიას შენარჩუნებას აზრი არ ჰქონდა. კონტემ ყველაფერი გააკეთა, მაგრამ ნათელი იყო, რომ ფეხბურთელი ძალიან ნერვიულობდა და ბრაზით თამაშობდა. მოედანზე ძალიან ჯიუტი იყო, ყოველთვის დრიბლინგის გაკეთება უნდოდა, თავისი თავისთვის თამაშობდა, მაგრამ არა გუნდისთვის. მწვრთნელის პროექტი მასთან თანხვედრაში არ იყო“, - თქვა დი კანიომ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიდან“ „პარი სენ-ჟერმენში“ 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

0.113849