„ემპოლის“ და საქართველოს ნაკრების მცველი საბა გოგლიჩიძე ტურინის „იუვენტუსის“ ინტერესის სფეროში რჩება.
ტურინელები ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ცენტრალური მცველის დამატებას აპირებენ და სიაში რამდენიმე ფეხბურთელია, მათ შორის, გოგლიჩიძეც, რომელიც შეიძლება „იუვემ“ ნებისმიერ შემთხვევაში იყიდოს, განურჩევლად იმისა, დაიმატებენ თუ არა, სხვა მცველს.
„იუვენტუსის“ მიზანი ერთი გამოცდილი და ერთიც ახალგაზრდა მცველის ყიდვაა, ახალგაზრდებსა და პერსპექტიულებში კი, გოგლიჩიძე ერთ-ერთი პირველი არჩევანია.
„ემპოლის“ მცველით „იუვენტუსის“ გარდა, „ატალანტა“ და „მილანიც“ არიან დაინტერესებული. მიმდინარე სეზონში საბა გოგლიჩიძემ სერია A-ში 21 მატჩი ჩაატარა.