„მანჩესტერ სიტის“ მცველი კაილ უოკერი კარიერას „მილანში“ გააგრძელებს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა. ასე რომ, ინგლისელის კარიერაში ახალი თავგადასავალი იწყება, რადგან სამშობლოს მიღმა პირველად ითამაშებს.
უოკერი „მილანში“ 32-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ის იტალიელებს სეზონის ბოლომდე იჯარით და გამოსყიდვის უფლებით შეუერთდა.
კაილ უოკერს „ნორთჰემპტონში“, „შეფილდ იუნაიტედში“, „ასტონ ვილასა“ და „ტოტენჰემში“ უთამაშია, ხოლო 2017 წლიდან „მანჩესტერ სიტიში“ 319 თამაშში 6 გოლი გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ კაილ უოკერმა "მანჩესტერ სიტიდან" წასვლის სურვილი თვითონ გამოხატა.