„ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელიას სავარაუდოდ „დორტმუნდის“ შემტევი კარიმ ადეიემი შეცვლის.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კლუბებმა თითქმის მიაღწიეს შეთანხმებას. მოლაპარაკებები გრძელდება, მაგრამ დიდი შანსია, რომ ტრანსფერი 40 მილიონი ევროს ფარგლებში შედგეს. მხარეები კიდევ ერთხელ კვირას ისაუბრებენ, რადგან შაბათს ორივეს თამაში აქვთ და მატჩებზე არიან კონცენტრირებული.
„ნაპოლის“ პირველი არჩევანი „მანჩესტერიდან“ ალეხანდრო გარნაჩოს დამატება იყო, მაგრამ ინგლისურ კლუბთან შეთანხმება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა, რის გამოც ადეიემის ვარიანტი გააქტიურდა.
შეგახსენებთ, რომ კარიმ ადეიემი „დორტმუნდში“ 2022 წლიდან თამაშობს და 79 მატჩში 19 გოლი აქვს გატანილი.