ფეხბურთი

21:52 | 24.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" მზადაა მექსიკელ ფორვარდში 40 მილიონი გადაიხადოს

„მილანი“ მზადაა როტერდამის „ფეინოორდს“ თავდამსხმელის, სანტიაგო ხიმენესისთვის 40 მილიონი ევრო შესთავაზოს. ამის შესახებ იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება.

წყაროს ცნობით, სწორედ ამ თანხას ითხოვს ნიდერლანდური კლუბის ხელმძღვანელობა 23 წლის მექსიკელის სანაცვლოდ.

22 იანვარს, ხიმენესმა ჩემპიონთა ლიგის მატჩში მიუნხენის „ბაიერნთან“ დუბლი შეასრულა. თამაშის შემდეგ მექსიკელმა შეაფასა როტერდამული კლუბიდან მისი წასვლის შესაძლებლობა და თქვა: "ვნახოთ, რა მოხდება. წინ გადამწყვეტი კვირებია და ყველაფერი ღვთის ხელშია. მე მიყვარს „ფეინოორდი“ და მისი გულშემატკივრები, ამიტომ, კლუბისთვის მაქსიმუმს ვაკეთებ პირველივე დღიდან და გოლების გატანას ვცდილობ“.

ფეხბურთელის მოქმედი კონტრაქტი როტერდამელებთან 2027 წლის 30 ივნისამდეა ძალაში. მიმდინარე სეზონში სანტიაგო ხიმენესმა ფეინოორდის შემადგენლობაში 18 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო 2022 წლიდან დღემდე 104 თამაშში 64 გოლით გამოირჩა.

0.127627