სხვა

21:22 | 24.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

რომან დოლიძე: ”სწორედ ისეთი ბრძოლა მივიღე, როგორიც მინდოდა”

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა რომან დოლიძემ საკუთარ სოციალურ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ქართველმა მებრძოლმა გულშემატკივარს მომდევნო ორთაბრძოლაზე ამცნო.

"გამარჯობა საქართველო, ახლა მოვაწერე ხელი კონტრაქტს. მარტში მთავარი ბრძოლა იქნება, 5-რაუნდიანი. ეს, ის ბრძოლაა, რომელიც ძალიან მინდოდა, ამიტომ ძალიან მადლიერი და გახარებული ვარ. შევხვდებით მარტში", - განაცხადა დოლიძემ.

დოლიძე 15 მარტს, UFC Vegas 104-ზე იტალიელ მარვინ ვიქტორს დაუპირისპირდება, რომელთანაც რემატჩს გამართავს.

რომან დოლიძემ 2024 წელს 3 ბრძოლა გამართა, საიდანაც ბოლო 2 შეხვედრა წარმატებით დაასრულა. მან ჯერ ენტონი სმიტი დაამარცხა, შემდეგ კი, კევინ ჰოლანდს აჯობა.

0.106476