ფეხბურთი

20:16 | 24.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

"უოტფორდის" მწვრთნელი: "ჩაკვეტაძეს მცირე პრობლემა ჰქონდა, თამაშისთვის მზადაა"

„უოტფორდის“ მთავარმა მწვრთნელმა ტომ ქლევერლიმ განაცხადა, რომ გიორგი ჩაკვეტაძეს ტრავმა საერთოდ აღარ აწუხებს და „ქოვენთრისთან“ მატჩისთვის მზადაა.

მას შეკითხვა ტომ დელე ბაშირუს და ჩაკვეს მდგომარეობის შესახებ დაუსვეს:

„ორივე სრულად მზად არიან. ძალიან კმაყოფილი ვარ დელე ბაშირუს ვარჯიშით და იმ თვისებებით, რაც მას ჩვენთვის მოაქვს. გიორგის ძალიან პატარა პრობლემა ჰქონდა. „პრესტონთან“ მოედანზე შევიდა და ვფიქრობ, თამაში დადებითად შეცვალა. ის სათამაშოდ მზადაა“, - თქვა ქლევერლიმ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძეს მიმდინარე სეზონში „უოტფორდის“ მაისურით ყველა ტურნირზე 29 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 6-ჯერ საგოლე პასი მიითვალა.

„ქოვენთრი სიტის“ და „უოტფორდის“ მატჩი 25 ინვარს, თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება.

0.134064