სტივ კინი ახალი სეზონიდან "ტორპედოს" სპორტულ დირექტორად იმუშავებს.
კლუბში მუშაობის გასული 20 თვის შეფასებისას კინმა აღნიშნა, რომ ეს მეტად საინტერესო და გამოწვევებით დატვირთული ეტაპი იყო მის კარიერაში. ამასთან, მას პირველ გუნდთან მუშაობის პარალელურად, ბევრი დრო არ რჩებოდა, ეზრუნა კლუბის მრავალმხრივ განვითარებაზე. დღეიდან კი მისი დრო სრულად დაეთმობა ახალ გამოწვევას და ის მზადაა, მაქსიმალურად ჩაერთოს კლუბის სტრუქტურულ და ეკონომიკურ განვითარებაში.
მისთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია აკადემიის ხელშეწყობა, როგორც მეთოდური სიახლეების დანერგვის, ისე ახალგაზრდებთან მუშაობის ინოვაციური მიდგომების გასავითარებლად.
შეგახსენებთ, რომ სტივ კინი ქუთაისის „ტორპედოში“ აქამდე მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობდა, 2023 წლიდან მოყოლებული.