ჩოგბურთი

15:29 | 24.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

AUS Open - იანიკ სინერი ფინალშია და ალექსანდერ ზვერევს დაუპირისპირდება

მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანი იანიკ სინერი ავსტრალიის ღია პირველობის გათამაშების ფინალში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქე გერმანელი ალექსანდერ ზვერევი იქნება.

სინერმა ნახევარფინალურ შეხვედრაში ამერიკელი ბენ შელტონი მარტივად სამ სეტში 7:6, 6:2, 6:2 დაამარცხა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. გეტყვით, რომ იტალიელ ჩოგბურთელს აღნიშნული ტურნირის ზედიზედ მეორედ მოგების შანსი აქვს.

ავსტრალიის ღია პირველობის გათამაშების ფინალური შეხვედრა 26 იანვარს 12:30-ზე გაიმართება.

0.126321