ზამთრის სატრანსფერო პერიოდის დასრულებამდე, შესაძლებელია საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "ემპოლის" ფეხბურთელი საბა გოგლიჩიძე ტურინის "იუვენტუსმა" შეიძინოს.
აღნიშნულ ინფორმაციას Sky sport-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით ტურინელებმა შესაძლოა რენატო ვეიგას შემდეგ კიდევ ორი ტრანსფერის დახურვა შეძლოს.
"ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, შესაძლოა ტურინის "იუვენტუსმა" კიდევ ორი ტრანსფერი განახორციელოს, ერთ-ერთი კი, საბა გოგლიჩიძეა. დიდი ალბათობით ეს ტრანსფერი იანვრის ბოლომდე დადასტურდება." -წერს გამოცემა.
გეტყვით, რომ ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელით "იუვენტუსის" გარდა, "მილანი" და ატალანტაც" არიან დაინტერესებულნი.
საბა გოგლიჩიძეს მიმდინარე სერია A-ს გათამაშებაში 18 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული.