UFC-ის სუპერმსუბუქი წონის მებრძოლი ალექსანდრე თოფურია სოციალური ქსელის საშუალებით მერაბ დვალიშვილის გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. ქართველმა "მანქანამ" განაცხადა, რომ ალექსანდრე მისი და ილიას გაუმჯობესებული ვერსიაა და დარწმუნებულია, რომ ალექსანდრე მასზე ბევრად უკეთესი მებრძოლია.
"მინდა მერაბ დვალიშვილის ჩემზე გაკეთებულ განცხადებას გამოვეხმაურო.მე ჯერ კიდევ დიდი გზა მაქვს გასავლელი, როგორც მებრძოლს. ახლა მხოლოდ ერთი რამ არის ნათელი, მერაბი საუკეთესოა და ის უდიდესი ჩემპიონია." - ამ განცხადებით უპასუხა ალექსანდრემ მერაბს.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე თოფურია UFC-ში სადებიუტო ორთაბრძოლას ავსტრალიაში ჩაატარებს, სადაც მისი მეტოქე კოდი ჰადონი იქნება. ბრძოლა 9 თებერვალს გაიმართება.