თურქი ჟურნალისტი თოლღა ბოზდუმანი „გალათასარაის“ თავდამსხმელ ვიქტორ ოსიმენს თავდასხმაში, ფიზიკური და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.
როგორც მან თქვა, ნიგერიელს ფოტოებს უღებდა, რაზეც ფეხბურთელი ძალიან გაბრაზდა და მას ფიზიკურადაც გაუსწორდა.
„ის მაშინ გადავიღე, როცა ღამის კლუბიდან გამოდიოდა. ჩემს სამ კოლეგასთან ერთად ვიყავი, როცა დაინახა, რომ ვიღებდი, ძალიან გაბრაზდა. ჩემკენ გამოიქცა, ყვიროდა, ცდილობდა ფოტოაპარატის წართმევას, მაგრამ არ მივეცი ამის საშუალება და მუშტი დამარტყა, მარჯვენა მხარე ახლაც მტკიცა. შემდეგ დაიწყო გინება, შემდეგ მითხრა: "გაანადგურე ფოტოები და ფულს მოგცემ“, რაზეც უარი ვუთხარი და ამიტომ, განადგურებით დამემუქრა“, - თქვა ბოზდუმანმა.
შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენი „გალათასარაიში“ იჯარით თამაშობს, კონტრაქტი კი, ისევ „ნაპოლისთან“ აკავშირებს.