ფეხბურთი

0:05 | 24.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ლიონის" ფრე "ფენერბაჰჩესთან", მიქაუტაძემ 79 წუთი ითამაშა

ევროპა ლიგის მეშვიდე ტურში გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ სტამბოლში „ფენერბაჰჩეს“ ესტუმრა და გუნდები დაზავდნენ (0:0).

დაძაბულ მატჩში ორივე გუნდს ჰქონდა საგოლე მომენტები, მაგრამ ვერ გამოიყენეს. გოლის გატანა ქართველ ფორვარდსაც შეეძლო, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო. მიქაუტაძემ 27-ე წუთზე ეფექტურად სცადა გატანა, ვარდნაში, თუმცა ოდნავ არაზუსტი დარტყმა გამოუვიდა. გიორგი 79-ე წუთზე შეცვალეს.

მიმდინარე სეზონში მიქაუტაძეს 8 გოლი აქვს გატანილი (26 მატჩში), საიდანაც 4 ლიგა 1-ში მიითვალა, 2 საფრანგეთის თასზე და 2 ევროპა ლიგაზე, ხოლო ერთხელ საგოლე პასითაც გამოირჩა.

„ლიონი“ ევროპა ლიგაზე 7 ტურის შემდეგ 14 ქულით მესამე ადგილზეა, ბოლო ტურში კი 30 იანვარს „ლუდოგორეცს“ უმასპინძლებს.

0.11623