ლონდონის „ჩელსი“ ალეხანდრო გარნაჩოს შეძენით ინტერესდება. ამის შესახებ ინფრომაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
როგორც იტალიელი იტყობინება, „ჩელსი“ მზადაა „მანჩესტერის“ მოთხოვნები დააკმაყოფილოს და არგენტინელი გადაიბიროს. გარჩანოს დამატება „ნაპოლისაც“ სურს ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელად, მაგრამ „მანჩესტერმა“ იტალიური კლუბის 50 მილიონიანი შეთავაზება უარყო.
შეგახსენებთ, რომ ალეხანდრო გარჩანოს „მანჩესტერში“ დღემდე 118 მატჩში 23 გოლი აქვს გატანილი.