ფეხბურთი

20:25 | 23.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

"რომამ" ნიდერლანდელი მცველი დაიმატა

იტალიურმა „რომამ“ ამსტერდამის „აიაქსიდან“ ნიჭიერი მარჯვენა მცველი დევინ რენში დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

22 წლის ფეხბურთელმა „რომასთან“ კონტრაქტი 2029-წლამდე გააფორმა და „ჯალოროსიში“ 2-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

დევინ რენში „აიაქსის“ აღზრდილია, რომლის მთავარ გუნდში 2020 წლიდან 155 მატჩში 10 გოლი გაიტანა, ხოლო ნიდერლანდების ნაკრებში ორჯერ აქვს ნათამაშები.

0.111619