ფეხბურთი

17:33 | 23.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

ვეტერანი ფეხბურთელი: "კონტე არასდროს აღიარებს, მაგრამ კვარაცხელიას წასვლა დიდად არ ეწყინა"

ვეტერანმა ფეხბურთელმა მასიმო მაურომ, რომელიც „იუვენტუსსა“ და „ნაპოლიში“ თამაშობდა, ამ გუნდების დაპირისპირების წინ ისაუბრა.

მას კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიას წასვლაზეც ჰკითხეს. მაუროს აზრით, ანტონიო კონტე დამწუხრებული არ იქნება ქართველი ფეხბურთელის გასხვისებით:

„კვარაცხელიას შემცვლელი? „ნაპოლის“ ადგილას რომ ვიყო, არაფერს შევცვლიდი. გუნდშია ნერეში, რაც ამჟამად საკმარისია. კონტე არასდროს იტყვის, მაგრამ ჩემი აზრით, დიდად დამწუხრებული არაა კვარას წასვლით. ქართველი სეზონში ხუთ თამაშს მარტო იგებდა, მაგრამ კონტეს სათამაშო სტილისთვის ფუნქციონალური არ იყო“, - თქვა მაურომ.

შეგახსენეთ, რომ „ნაპოლი“ „იუვენტუსს“ 25 იანვარს უმასპინძლებს. ანტონიო კონტეს გუნდი სერია A-ს 50 ქულუთ ლიდერობს და ჩემპიონობისკენ მიიწევს.

0.144128