ნიკოლოზ ბასილაშვილმა პორტუგალიის ჩელენჯერის ტურნირზე მერვედფინალური ეტაპი გადალახა და მეოთხედფინალში ითამაშებს.
ქართველმა ჩოგბურთელმა მერვედფინალში შვეიცარიელი მეტოქე, მარკ-ანდრეა ჰესლერი სამ სეტში, 4:6, 6;2, 6:2 დაამარცხა.
პირველი სეტი შვეიცარიელმა მოიგო, თუმცა დანარჩენ ორ სეტში ბასილაშვილმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს, ჯამში სულ 4 გეიმი დაუთმო და გამარჯვებაც მოიპოვა.
ნიკოლოზ ბასილაშვილი მეოთხედფინალში 24 იანვარს, ბელგიელ ალექსანდერ ბლოკქსს დაუპირისპირდება, რომელიც რეიტინგში 203-ე ნომერია, ხოლო ქართველი ამჟამად 206-ე საფეხურზეა.