„ბარსელონამ" მცველ რონალდ არაუხოსთან ახალი კონტრაქტი გააფორმა - გვამცნობს ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
25 წლის ფეხბურთელის ხელშეკრულება კლუბთან ახლა 2031 წლამდეა ძალაში.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ურუგვაელი „იუვენტუსში“ გადასვლასთან ახლოს იყო. მან ტრავმის გამო მიმდინარე სეზონის დიდი ნაწილი გამოტოვა და „ბარსელონაში“ მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარა.
არაუხო კატალონიელთა შემადგენლობაში 2018 წლიდან თამაშობს.