ფეხბურთი

13:42 | 23.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

დორტმუნდის „ბორუსია“ ტენ ჰაგს არ მიიწვევს

დორტმუნდის „ბორუსია“ გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ერიკ ტენ ჰაგის მიწვევას არ გეგმავს, რომელიც მიმდინარე სეზონში „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ დაითხოვეს. ამის შესახებ ცნობილმა ჟურნალისტმა და ინსაიდერმა ფლორიან პლეტენბერგმა სოციალურ პლატფორმა X-ზე (ყოფილი ტვიტერი) დაწერა.

შეგახსენებთ, რომ წინა დღეს, 22 იანვარს, „ბორუსიამ" ნური შაჰინის გათავისუფლების შესახებ განაცხადა. დღეის მდგომარეობით, დორტმუნდელები ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში 25 ქულით მე-10 ადგილს იკავებენ.

ტენ ჰაგმა „მანჩესტერ იუნაიტედში“ სამსახური 2024 წლის ოქტომბერში დაკარგა. ნიდერლანდელი სპეციალისტი „წითელ ეშმაკებს“ 2022/2023 წლების სეზონის დაწყებიდან წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით მანკუნიანელებმა ინგლისის ასოციაციის და ლიგის თასები მოიგეს.

0.121896