ფეხბურთი

12:48 | 23.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

კომპანი „ბაიერნის“ „ფეიენოორდთან“ ჩემპიონთა ლიგაზე სენსაციურ მარცხს გამოეხმაურა

მიუნხენის „ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა ვენსან კომპანიმ უეფას ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის მე-7 ტურში „ფეიენოორდთან" (0:3) თავისი გუნდის გამანადგურებელ მარცხზე ისაუბრა.

„გულწრფელი უნდა ვიყო, „ფეიენოორდმა" გამარჯვება დაიმსახურა. ბევრს იბრძოდნენ და დარბოდნენ. ჩვენ რამდენუმე მომენტი გვქონდა, ვგრძნობდი, რომ შეგვძლო ერთი, ორი ან კიდევ მეტი გოლის გატანა. თუმცა, „ფეიენოორდმა“ უკეთ გამოიყენა თავისი შანსები.

ინდივიდუალურად და გუნდურად დღეს საკმარისი არ გავაკეთეთ მოსაგებად“, - ციტირებს კომპანის სიტყვებს მატჩისშემდგომი პრესკონფერენციიდან პორტალი Bayern & Germany.

ჩემპიონთა ლიგის შვიდი მატჩის შედეგების მიხედვით, „ბაიერნს“ 12 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-15 ადგილზეა. 13-ქულიანი „ფეიენოორდი“ კი მეთერთმეტეზე.

0.118126