ფეხბურთი

11:49 | 23.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

„უცნაურია" - ჯეკ გრილიში „მანჩესტერ სიტის“ ამ სეზონში გამოსვლებზე

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა ჯეკ გრილიშმა ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის მე-7 ტურში პსჟ-სთან მატჩში (2:4) დამარცხებაზე ისაუბრა.

„არ ვიცი რა მოხდა. როგორც წესი, ამ მომენტებში ჩვენ ძალიან კარგად ვთამაშობთ, მაგრამ მიმდინარე სეზონში ეს ძალიან ბევრჯერ მოხდა: ერთ, ორ, სამ გოლს გავიტანთ, მაგრამ თამაშს ვერ ვაკონტროლებთ და გამარჯვებამდე ვერ მიგვყავს.

არ ვიცი, ეს დაკავშირებულია თუ არა თავდაჯერებულობასთან. უმეტეს შემთხვევაში, ამ სეზონში ჩვენ ვერ ვაჩვენეთ ის დონე, რაც შეგვიძლია.

ძნელია, არ ვიცი, ნდობას უკავშირდება თუ არა. როდესაც 2:0 დავწინაურდით, მოედანზე იმდენი მოთამაშე გვყავდა, რომლებიც კარგად იჭერენ ბურთს... მაგრამ ამ ბოლო დროს ჩვენ ამას ვერ ვაკეთებთ.

პარიზს ვულოცავ, ძალიან კარგები იყვნენ. ენერგიულები. ბევრად უკეთესი, ვიდრე მეგონა - მართლაც შესანიშნავი გუნდი ჰყავთ. ვფიქრობ, ისინი იმსახურებდნენ გამარჯვებას", - ციტირებს გრილიშის სიტყვებს BBC.

ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის ბოლო ტურში „მანჩესტერ სიტი“ ბელგიურ „ბრიუგეს“ დაუპირისპირდება. მატჩი 29 იანვარს გაიმართება.

0.123446