ტურინის „იუვენტუსში“ რანდალ კოლო მუანის ტრანსფერს ჩაშლის საფრთხე არ ემუქრება.
მიუხედავად იმისა, რომ პსჟ-ს იჯარით გაშვებული ფეხბურთელების ლიმიტი (6) სავსე აქვს, თუმცა ფაბრიციო რომანოს ცნობით, გარიგება აუცილებლად შედგება. პსჟ-მ ხუან ბერნატს, რომელიც განათხოვრებული ჰყავდა, კონტრაქტი გაუწყვიტა, ამან კოლო მუანის ტურინში ტრანსფერს მწვანე შუქი საბოლოოდ აუნთო და იტალიელები ტრანსფერს მალე ოფიცილურად დაადასტურებენ.
კოლო მუანი უკვე 1 კვირაა ტურინშია და გუნდთან ერთადაც ვარჯიშობს, მაგრამ ზემოხსენებული პრობლემის გამო ტრანსფერი ჯერ ოფიციალურად ვერ დადასტურდა, მაგრამ ახლა ეს მხოლოდ საათების ამბავია.
პარალელურად „იუვენტუსი“ ლონდონის „ჩელსისთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს პორტუგალიელი მცველის, რენატო ვეიგას ტრანსფერზე, რომლის დამატებაც ტურინელებს ასევე იჯარით სურთ. ჯერჯერობით, კლუბებს შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ, მაგრამ ლონდონელები მზად არიან ვეიგას იჯარით გაშვებაზე, თუმცა გარკვეული საფასურის სანაცვლოდ.
რენატო ვეიგა „ჩელსის“ მიმდინარე სეზონის წინ „ბაზელიდან“ შეუერთდა და 18 მატჩში 2 გოლი გაიტანა, თუმცა მოლოდინი ვერ გაამართლა. ფეხბურთელით „ლაციო“ და „დორტმუნდიც“ ინტერესდებიან.