ფეხბურთი

15:12 | 22.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: მილან შკრინიარი კარიერას თურქეთში გააგრძელებს

29 წლის ფეხბურთელი საფეხბურთო კარიერას თურქეთში გააგრძელებს. როგორც უკვე ოფიციალურად დადასტურდა სლოვაკი მცველი პსჟ-დან "ფენერბაჰჩეს" რიგებს შეუერთდება.

როგორც ცნობილი ხდება მხარეები 6 თვიან იჯარაზე შეთანხმდნენ. ფეხბურთელი თურქეთში დღეს ჩაფრინდება, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს.

გეტყვით, რომ მილან შკრინიარი პსჟ-ს რიგებს 2023 წლის ზაფხულში "ინტერიდან" შეუერთდა. მან ფრანგული კლუბის მაისურით ყველა ტურნირზე 37 მატჩში ითამაშა.

0.123203