ფრანგულმა გამოცემა letalkshowstephanois-ი საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "სენტ ეტიენის" ფეხბურთელ ზურიკო დავითაშვილზე წერს. მათი თქმით ზურიკოს პრობლემა არასტაბილურობაა, რომელიც "ბორდოში" თამაშის დროსაც ჰქონდა.
"მიუხედავად ასაკისა და გამოცდილებისა ზურიკო დავითაშვილს ერთი პრობლემა აქვს და ეს მისი არასტაბილურობაა. ქართველ ფეხბურთელს ეს მაშინაც ახასიათებდა, როცა ბორდოში გამოდიოდა. ზურიკოს შეუძლია ერთ თამაშში თავისი თავის იდეალური ვარიანტი წარმოაჩინოს, შემდეგ კი რამდენიმე შეხვედრაში თავისი თავის აჩრდილი იყოს."
"არაპროგნოზირებადი ფეხბურთელია, რომელიც ხშირად ცდილობს მატჩი განსხვავება მარტომ შექმნას, რის გამოც მისი ქმედებები პროგნოზირებადი ხდება. ეს ყველაფერი მისი თამაშების ანალიზებით ირკვევა. ქართველ ფეხბურთელს ტალანტი ნამდვილად არ აკლია, თუმცა ფაქტია, რომ ნოემბრის მატჩების შემდეგ მას მოედანზე ღირებული არაფერი გაუკეთებია."
"შესაძლოა ზურიკოს ასეთი თამაში სენტ ეტიენის სათამაშო სტილიც იყოს, რადგან გუნდი ძალიან დაცვიდან თამაშობს და შემტევებსაც გაცილებით უკან უწევთ ჩამოსვლა, რათა ბურთი მიიღონ. დავითაშვილს თამაში ყველაზე კარგად თავდამსხმელების უკან გამოსდის, რადგან მას დაცვის ხაზების გაჭრა ძალიან კარგად შეუძლია, მას ასევე კაცის მოტყუება და პასების დარიგებაც შეუძლია." წერს ფრანგული გამოცემა ზურიკო დავითაშვილზე.
ზურიკო დავითაშვილის აქტივში ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 16 მატჩი, 6 გოლი და 2 საგოლე პასია.
„სენტ ეტიენი“ 17 ქულით მე-14-მე-16 ადგილებს „რენთან“ და „ნანტთან“ ერთად იყოფს, მომდევნო ტურში კი, 24 იანვარს, „ოსერს“ ესტუმრება.