ფეხბურთი

23:45 | 21.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

კიტეიშვილის "შტურმი" "ატალანტასთან" განადგურდა და პლეი-ოფში გასვლის შანსი დაკარგა

ჩემპიონთა ლიგა პაუზის შემდეგ განახლდა და მეშვიდე ტურმა ორი მატჩით აიღო სტარტი.

ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ ბერგამოში „ატალანტას“ ესტუმრა, რომლის წინააღმდეგ 0:5 განადგურდა. ავსტრიულმა კლუბმა იტალიურ მეტოქეს წინააღმდეგობა ვერ გაუწია. პირველ ტაიმში ანგარიში მატეო რეტეგიმ გახსნა, ხოლო მეორე ნახევარში ჯან პიერო გასპერინის გუნდის უპირატესობა ძალიან დიდი გახდა. მარიო პაშალიჩმა, შარლ დე კეტელარემ, ადემოლა ლუკმანმა და მარკო ბრეშანინიმ გაიტანეს. კიტეიშვილი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში შეცვალეს.

„ატალანტა“ ამ დროისთვის 14 ქულუთ მესამე ადგილზეა და ფაზის ბოლო ტურში „ბარსელონას“ ესტუმრება, ხოლო „შტური“ 4 ქულით 31-ე ადგილზეა, პლეი-ოფში მოხვედრის შანსი დაკარგა და ჩემპიონთა ლიგაზე მიმდინარე სეზონში ბოლო მატჩს 29 იანვარს, „ლაიფციგთან“ შინ გამართავს.

„მონაკომ“ ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა საკუთარ მოედანზე ბირმინგემის „ასტონ ვილასთან“. პირველ ტაიმში ვილფრიდ სინგომ შეაგდო და ფრანგებმა უპირატესობა შეინარჩუნეს.

„მონაკო“ 13 ქულით მეცხრე ადგილზეა, ბოლო ტურში სტუმრად „ინტერს“ ეთამაშება. „ასტონ ვილასაც“ 13 ქულა აქვს და ბოლო ტურში „სელტიკს“ უმასპინძლებს.

„ატალანტა“ – „შტურმი“ 5:0 (1:0)

გოლები: 1:0 რეტეგი (12), 2:0 პაშალიჩი (58), 3:0 დე კეტელარე (63), 4:0 ლუკმანი (90), 5:0 ბრეშანინი (90)

„მონაკო“ – „ასტონ ვილა“ 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 სინგო (8)

0.127562