ფეხბურთი

22:28 | 21.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

დანილომ "ნაპოლის" უარი უთხრა და ბრაზილიის ჩემპიონატში დაბრუნდება

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა დანილომ „ნაპოლიში“ გადასვლაზე უარი თქვა და კარიერას ბრაზილიაში გააგრძელებს.

ანტონიო კონტეს ძალიან სურდა ბრაზილიელი მცველის გადაბირება და დიდხანს ელოდებოდა. თითქოს, ყველაფერი გადაწყვეტილიც იყო, მაგრამ დანილომ ბოლო მომენტში ნეაპოლში წასვლაზე უარი თქვა.

„იუვემ“ დანილო გუნდს 29 დეკემბერს ჩამოაშორა და უახლოეს დღეებში მხარეები კონტრაქტს გაწყვეტენ, რომელიც 30 ივნისს იწურება. შესაბამისად, ვეტერანი ფეხბურთელი თავისუფალი აგენტის სტატუსით სამშობლოში დაბრუნდება.

დანილო ძალიან ახლოსაა „ფლამენგოში“ გადასვლასთან, თუმცა, საქმეში მისი მშობლიური კლუბი, „სანტოსიცაა“. მიუხედავად ამისა, თითქმის გარკვეულია, რომ ის კარიერას „ფლამენგოში“ გააგრძელებს. დანილომ სამშობლოში დაბრუნება ოჯახური მიზეზებით გადაწყვიტა.

დანილომ „იუვენტუსში“ 2019 წლიდან 213 მატჩში 9 გოლი გაიტანა, მანამდე „მანჩესტერ სიტიში“, „რეალში“, „პორტუში“, „სანტოსში“ და „ამერიკა მინეიროში“ უთამაშია.

0.117356