„სარაევომ“ ამხანაგურ მატჩში ჩეხური „სლოვაცკო“ 1:0 დაამარცხა, გამარჯვების გოლი კი, გიორგი გულიაშვილმა გაიტანა.
ქართველმა შემტევმა თავი 71-ე წუთზე გამოიჩინა და დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა.
„სარაევო“ 25 იანვარს, სლოვენიურ „კოპერს“ კიდევ ერთ სპარინგში გაეჯიბრება, ხოლო სეზონს 8 თებერვალს, „სლოგა დობოისთან“ ბოსნიის თასზე მატჩით განაახლებს. გულიაშვილი ბოსნიის ჩემპიონატში 12 გოლით ბომბარდირთა დავას ლიდერობს.