Sky Sport-ის ჟურნალისტმა მასიმო უგოლინიმ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში ტრანსფერით ორივე მხარე მოგებული დარჩა, ფეხბურთელიც და „ნაპოლიც“.
როგორც მან თქვა, ის თანაგუნდელებთან მოედანს მიღმა ძალიან ახლო ურთიერთობით არ გამოირჩეოდა.
„კვარას ტრანსფერით ყველამ მოიგო. იანვარში წასვლით გუნდის და ფანების მიმართ შეცდომა დაუშვა? როგორ ფიქრობთ, ის ჯგუფში ინტეგრირებული იყო? ის ჯგუფიდან სრულიად გამოსული იყო, თავიდან ენობრივი ბარიერი ჰქონდა, მაგრამ შემდეგ თანაგუნდელებთან ახლო ინტეგრაციაც ვერ მოახერხა“, - თქვა უგოლინიმ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ში 70 მილიონ ევროდ გადავიდა და კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე გააფორმა.