„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა კლუბთან კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივების შესახებ შეკითხვას უპასუხა. ფეხბურთელის ამჟამინდელი ხელშეკრულება „ქალაქელებთან“ 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
„კლუბთან ჯერ არ მილაპარაკია. ფორმის აღდგენა მინდოდა. ეს მოვახერხე და ახლა ბედნიერი ვარ. ვნახოთ, რა მოხდება მომავალში", - ციტირებს ჟურნალისტი სიმონ ბაიკოვსკი დე ბრუინის სიტყვებს სოციალურ ქსელში.
დე ბრუინმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 20 მატჩი ჩაატარა, ორი ბურთი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.