მილანის „ინტერის“ ლეგენდამ, იურგენ კლინსმანმა, იტალიის სერია A-ს მიმდინარე სეზონში „ნერაძურისა“ და „ნაპოლის“ შორის ტიტულისთვის ბრძოლაზე ისაუბრა.
„ჩემპიონობისთვის ბრძოლა ძალიან საინტერესოა, რადგან „ნაპოლი" კარგად მუშაობს და სხვა გუნდებიც ბევრს ცდილობენ. სერია A ყოველთვის იყო ძალიან კონკურენტუნარიანი, მაგრამ ამჯერად სიტუაცია ცოტა უჩვეულოა.
„ინტერს“ ყველა ტურნირზე უწევს თამაში, მათ შორის ჩემპიონთა ლიგაზე, „ნაპოლი“ კი მხოლოდ სერია A-ში თამაშობს. „ინტერს“ ძალიან გაუჭირდება ჩემპიონობის ხელახლა მოგება, ვიმედოვნებ, ჩემპიონთა ლიგაზე გაიმარჯვებენ", - ციტირებს Football Italia კლინსმანის სიტყვებს.
„ნაპოლის“ 21 მატჩში 50 ქულა აქვს და იტალიის სერია A-ში პირველ ადგილზეა. „ინტერი“ მეორე ადგილზეა და 20 მატჩში 47 ქულა მოაგროვა.