ფეხბურთი

13:36 | 21.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

„მშვიდად ვარ" - ჩაბი ალონსო მადრიდის „რეალში" მწვრთნელის პოსტზე დაბრუნების ჭორებს ეხმაურება

ესპანელი სპეციალისტი ჩაბი ალონსო, რომელიც ამჟამად ლევერკუზენის „ბაიერს“ ხელმძღვანელობს, გამოეხმაურა ჭორებს იმის შესახებ, რომ მადრიდის „რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ მიმდინარე სეზონის ბოლოს ესპანური კლუბის დატოვება გადაწყვიტა. ალონსო ანჩელოტის შეცვლის მთავარ კანდიდატად ითვლება.

„მადრიდის „რეალის" შესახებ ჭორები? მშვიდად ვარ. სხვა საზრუნავი მაქვს კლუბში. ახლა ამაზე არ ვფიქრობ“, - ციტირებს ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ალონსოს სიტყვებს სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი ტვიტერი).

ალონსო ლევერკუზენის „ბაიერს“ 2022 წელს წვრთნის. 2023/2024 წლების სეზონის ბოლოს, ესპანელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით, ლევერკუზენის კლუბმა გერმანიის ჩემპიონატის ოქროს მედლები მოიპოვა, მოიგო გერმანიის თასი და ასევე გახდა ევროპა ლიგის ფინალისტი. ალონსოს ამჟამინდელი ხელშეკრულება კლუბთან 2025/2026 წლების სეზონის ბოლომდეა ძალაში.

0.115978