„ბარსელონამ" და „მანჩესტერ იუნაიტედმა" შეთანხმებას მიაღწიეს ინგლისელი ფორვარდის მარკუს რაშფორდის საიჯარო ტრანსფერის შესახებ სეზონის ბოლომდე - წერს Sport.es.
წყაროს ცნობით, ესპანურ კლუბს მხოლოდ ხელფასის ფონდის გათავისუფლება სჭირდება. თავად რაშფორდი სხვა ვარიანტების განხილვას არ აპირებს და მზადაა გარიგებას სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებამდე დაელოდოს. გავრცელებული ინფორმაციით, „ბარსელონა" ინგლისელს სეზონის დარჩენილ ხელფასს (9 მილიონი ევრო) გადაუხდის იჯარის დროს.