„ფენერბაჰჩეს" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიუმ საკუთარი ღვინის ბრენდი The Special One („განსაკუთრებული“) წარადგინა.
„როგორც ადამიანი, რომელიც აფასებს სიზუსტეს, ხარისხს და სრულყოფილებას ყველა მცდელობაში, ვამაყობ, წარმოგიდგინოთ ჩემი საკუთარი ღვინო, The Special One. ის მზადდება და შერჩეულია პორტუგალიის ჩემ საყვარელ რეგიონში", - წერს მოურინიუ ბრენდის ვებ-საიტზე.
აღსანიშნავია, რომ წითელი ღვინის შეფუთვა უნიკალურია: მოურინიუს სილუეტის ამსახველი ეტიკეტით. ერთი ბოთლი ღვინის ფასი 120 ევროა.