ფეხბურთი

1:36 | 21.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძის "ლიონში" შესაძლოა მწვრთნელი შეცვალონ

„ლიონის“ მთავარი მწვრთნელი პიერ საჟი შესაძლოა გაათავისუფლონ, შესაბამისად, გიორგი მიქაუტაძეს ფრანგულ გუნდში ახალი მწვრთნელი ჰყავდეს.

ფრანგული მედიის ცნობით, პიერ საჟის სკამი მას შემდეგ შეირყა, რაც „ლიონი“ საფრანგეთის თასიდან მე-5 ლიგის ბინადარ „ბურგონთან“ მარცხით გავარდა, ხოლო შემდეგ ლიგა 1-ში „ტულუზის“ წინააღმდეგ ქულები დაკარგა.

საჟის შემცვლელად პაულუ ფონსეკა სახელდება. პორტუგალიელი სპეციალისტი, რომელსაც საფრანგეთში მუშაობის გამოცდილება აქვს, სადაც 2022-2024 წლებში „ლილის“ თავკაცი იყო. ფონსეკა ბოლოს „მილანში“ მუშაობდა, საიდანაც 3 კვირის წინ გაათავისუფლეს.

„ლიონი“ ლიგა 1-ში 18 ტურის შემდეგ 29 ქულით მეექვსე ადგილზეა.

0.063244