იტალიის სერია A-ს მე-16 ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ „კრემონა“ ადვილად, 81:63 დაამარცხა. მასპინძლებმა პირველი პერიოდი 10 ქულით მოიგეს და უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვიათ.
თორნიკე შენგელიამ მოედანზე 21 წუთი გაატარა, ხსენებულ დროში კი, 15 ქულა, 8 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 8-დან 5 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. შენგელია თანაგუნდელთა შორის საუკეთესო იყო.
„ვირტუსი“ სერია A-ში 12 მოგებით და 4 წაგებით პირველ-მეოთხე ადგილებს იყოფს „ტრაპანისთან“, „ბრეშასა“ და „ტრენტოსთან“ ერთად, ხოლო მომდევნო ტურში 26 იანვარს, „სასარის“ სტუმრად შეხვდება.