ფეხბურთი

18:18 | 20.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

კეილორ ნავასი კარიერას არგენტინაში გააგრძელებს

ვეტერანი კოსტარიკელი მეკარე კეილორ ნავასი კარიერას „ნიუელს ოლდ ბოიზში“ გააგრძელებს.

არგენტინული მედიის ცნობით, მხარეები შეთანხმდნენ და 38 წლის მეკარე უახლოეს დღეებში კონტრაქტს გააფორმებს.

ნავასი გასული ზაფხულიდან მოყოლებული თავისუფალი აგენტია. გამოცდილ ფეხბურთელს „საპრისაში“, „ალბასეტეში“, „ლევანტეში“, „რეალში“, პსჟ-სა და „ნოტინგემში“ აქვს ნათამაშები.

0.113829