ფეხბურთი

17:44 | 20.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

"დინამომ" განელი თავდამსხმელი დაიმატა

„დინამო თბილისმა“ 22 წლის განელი თავდამსხმელი ჯონ არტური დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

არტურმა „დინამოსთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და გუნდს პორტუგალიურ შეკრებაზე შეუერთდა.

ჯონ არტური ბელგიური გენტის აღზრდილია, გამოდიოდა პორტუგალიურ ტორეენსეში და ფელგუეირასში.

0.108008