„მანჩესტერ იუნაიტედს“ მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში მარცხენა მცველის შეძენა სურს და დიდი შანსია, „ლეჩეს“ ფეხბურთელი პატრი დორგუ გადაიბიროს.
ინგლისელთა ფავორიტი მილოშ კერკეზი (ბორნმუთი) და ნუნუ მენდეში (პსჟ) არიან, მაგრამ ორივე ფეხბურთელი გაცილებით ძვირი ღირს, ვიდრე 20 წლის დანიელი მცველი, ამიტომაც, მოსალოდნელია, რომ „წითელი ეშმაკები“ იტალიური კლუბის ფეხბურთელს დაიმატებენ.
ტრანსფერის შანსი დიდია და შეიძლება კლუბებმა უახლოეს ხანში შეთანხმებას მიაღწიონ. „ლეჩე“ 40 მილიონ ევროს ითხოვს და ამ ფასად თანახმაა ფეხბურთელი გაასხვისოს. დორგუს მიმართ ინტერესს „ნაპოლი“ და ტურინის „იუვენტუსიც“ იჩენენ, მაგრამ რუბენ ამორიმის გუნდი მისთვის ბრძოლაში ახლა ფავორიტია.
პატრი დორგუმ 2023 წლიდან „ლეჩეს“ მაისურით 47 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა, ხოლო დანიის ნაკრებში ოთხ თამაშში 1 გოლი აქვს გატანილი.