"მილანი" მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში შეტევის გაძლიერებას გეგმავს, როგორც ცნობილი ხდება იტალიელები ლონდონის "ჩელსის" პორტუგალიელი ფეხბურთელით ჟოაო ფელიქსით არიან დაინტერესებულნი.
აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური გამოცემა Calciomercato ავრცელებს. წყაროს ცნობით "მილანის" ხელმძღვანელობა "არისტოკრატებს" უკვე დაუკავშირდა და მოლაპარაკებები აღნიშნულ ტრანსფერზე დაწყებულია.
შეგახსენებთ, რომ ჟოაო ფელიქსი "ჩელსის" რიგებს 2024 წლის ზაფხულში შეუერთდა, მან "არისტოკრატთა" მაისურით ყველა ტურნირზე 19 მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე 7 გატანილი გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.