ფეხბურთი

12:58 | 20.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

საბა გოგლიჩიძეს ახალი მსურველი გამოუჩნდა
ტურინის "იუვენტუსის" და "მილანის" შემდეგ, საბა გოგლიჩიძის შეძენა ბერგამოს "ატალანტას" სურს.

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "ემპოლის" მცველის საბა გოგლიჩიძის შეძენით "იუვენტუსის" და "მილანის" შემდეგ კიდევ ერთ იტალიურ კლუბს სურს.

როგორც tuttoatalanta იტყობინება გოგლიჩიძის შეძენა მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში ბერგამოს "ატალანტას" სურს, რადგან კლუბის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელმა, ოდილონ კოსუნუმ მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც 5-6 თვემდე უქმობა მოუწევს. წყაროს ცნობით "ატალანტას" მთავარ მწვრთნელს, ჯან პიერო გასპერინს ქართველი მცველის თამაში ძალიან მოსწონს და მის სათამაშო გეგმებში კარგად ჯდება.

გეტყვით, რომ საბა გოგლიჩიძის შეძენით ასევე ტურინის "იუვენტუსი" და "მილანი" არიან დაინტერესებულნი.

საბა გოგლიჩიძეს მიმდინარე სერია A-ს გათამაშებაში 18 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული.

0.118563