ფეხბურთი

12:20 | 20.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი საუდის არაბეთს ტოვებს და სამშობლოში ბრუნდება

32 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი ნეიმარი "ალ-ჰილალიდან" მშობლიურ "სანტოსში" ბრუნდება.

აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო. მისი თქმით ნეიმარის "სანტოსში" დაბრუნება პრაქტიკულად გადაწყვეტილია, მხოლოდ მცირე დეტალებია შესათანხმებელი. როგორც ირკვევა, ნეიმარი "სანტოსსში" 6 თვიანი იჯარის წესით ითამაშებს.

ნეიმარი "ალ-ჰილალში" 2023 წლის ზაფხულში შეუერთდა, მას კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში ეწურება. გეტყვით, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი "სატოსსის" ღირსებას 2009-2013 წლებში იცავდა, რა პერიოდშიც ნეიმარმა 225 მატჩი ჩაატარა და 136 გოლი გაიტანა.

0.121571