სხვა

10:33 | 20.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

უმარ ნურმაგომედოვი მოტეხილი ხელის ვიდეოს აქვეყნებს (+VIDEO)

უმარ ნურმაგომედოვი მერაბ დვალიშვილთან წაგებული ბრძოლის შემდეგ მისი სოციალური ქსელის საშუალებით მოტეხილი ხელის ვიდეოს ავრცელებს.

როგორც რუსი მებრძოლი ამბობს, ხელი ბრძოლის პირველ რაუნდში დაიზიანა. უმარი კიდევ ერთხელ ამბობს, რომ ბრძოლა არ წაუგია და ჩემპიონი აუცილებლად გახდება.

"არ ვიმართლებ თავს, თუმცა ვთვლი, რომ მერაბთან ბრძოლა არ წამიგია. მთელმა მსოფლიომ რო საპირისპირო ამტკიცოს, მაინც ვფიქრობ, რომ ბრძოლა მე მოვიგე. ჩემპიონი აუცილებლად გავხდები და სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია". - წერს უმარი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა UFC 311-ზე უმარ ნურმაგომედოვი მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი დაიცვა.

0.119312