ფეხბურთი

22:36 | 19.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედომ" გიორგი კოხრეიძე და გერმანელი ლეგიონერი დაიმატა

ეროვნული ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, 26 წლის ფორვარდი გიორგი კოხრეიძე "ტორპედოს" ფეხბურთელია.

სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ კოხრეიძემ კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

კოხრეიძეს საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები. 2021 წელს ფრანგული "გრენობლის" მაისურიც მოირგო. გასულ სეზონში კოხრეიძემ 35 მატჩში 16 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

„ტორპედომ“ ასევე დაიმატა 24 წლის გერმანელი ნახევარმცველი მოჰამედ ჩერიფი. გერმანელმა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება გაიარა, რის შემდეგაც კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

"ტორპედოს" ახალწვეულს გერმანიაში, ავსტრიაში, მონტენეგროში, საბერძნეთსა და ხორვატიაში თამაშის გამოცდილება აქვს. ბოლოს ის “ფლენსბურგის” ღირსებას იცავდა, სადაც 18 მატჩში 6 გოლი გაიტანა.

0.12032